ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ პროექტს ყველაზე კარგად ჩინური პარტნიორობით ნებისმიერი კონსორციუმი შეასრულებს, ვინაიდან თვითონ ამ ტვირთების მიმღები და გამცემი მთავარი მოთამაშე არის სწორედ ჩინეთი.
„ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.
ჩემი გადმოსახედიდან ამ პროექტს ყველაზე კარგად ჩინური პარტნიორობით ნებისმიერი კონსორციუმი შეასრულებს, იმიტომ, რომ თვითონ ამ ტვირთების მიმღები და გამცემი მთავარი მოთამაშე არის სწორედ ჩინეთი“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, რომელიც გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება.