„,შუა დერეფნის" პროექტი სულ უფრო მეტად იკრებს ძალას და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებასთან ერთად, ათიათასობით სამუშაო ადგილს და მილიარდობით შემოსავალს მოუტანს!“-წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ბოჟაძის თქმით, სამწუხაროდ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნაკლები აღმოჩნდა ანაკლიის პროექტისადმი ინტერესი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში არც ახლა შემოუტანიათ რეალური პროექტი, შესაბამისად გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდა, რომელთანაც 51/49 საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდება.
მისივე თქმით, მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება, ამიტომაც ებრძვიან ასე გამეტებით ჩვენს სამშობლოში მშვიდობასაც და სტაბილურობასაც!
„ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაწყებულიყო და 2020 წელს პირველი გემიც უნდა მიეღო. პორტი მამუკა ხაზარაძის ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ს, ამერიკულ CONTI INTERNATIONAL ერთად უნდა აეშენებინა. სამწუხაროდ თიბისი ჯგუფმა ვერცერთი ვალდებულება ვერ შეასრულა, 7-ჯერ მოითხოვა პირობების გადავადება, ვერ შემოიყვანა ინვესტორები(700 000 000$), დასავლური ინვესტიციების ნაცვლად რუსულ/ყაზახურ ინვესტიციებს გვთავაზობდა, სახელმწიფოსთვის მიუღებელი პირობებითა და ვალდებულებებით. 8 წელი დაკარგა საქართველომ მამუკა ხაზარაძის თაღლითური სქემების გამო, რომელიც იქით უჩივის საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში. საქართველოს ხელისუფლებისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობა ყოველთვის იყო პრიორიტეტი, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და აი დადგა ის დღე როდესაც ოცნება რეალობად იქცა, სახელმწიფოს 51% თანამონაწილეობით 2024 წელს დაიწყება საუკუნის პროექტის განხორციელება. სამწუხაროდ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნაკლები აღმოჩნდა ანაკლიის პროექტისადმი ინტერესი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში არც ახლა შემოუტანიათ რეალური პროექტი, შესაბამისად გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდა, რომელთანაც 51/49 საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდება. ,,შუა დერეფნის" პროექტი სულ უფრო მეტად იკრებს ძალას და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებასთან ერთად, ათიათასობით სამუშაო ადგილს და მილიარდობით შემოსავალს მოუტანს!
მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება, ამიტომაც ებრძვიან ასე გამეტებით ჩვენს სამშობლოში მშვიდობასაც და სტაბილურობასაც!
,,ქართული ოცნება" და ქართველი ხალხი ერთად დავიცავთ მამულს, ენას, სარწმუნოებას, მშვიდობას და სტაბილურობას საქართველოში!“-წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.