„დღეს გამჟღავნდა ის ყველაფერი თუ რისთვისაც იყვნენ გამოფენილი ქუჩაში ლომჯარია-გიგაურის ფინიები ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით!“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სინამდვილეში ყველაფერი დაკავშირებული ყოფილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასათან, რომელსაც ჩინური კონსორციუმი ააშენებს, რის შედეგადაც საქართველო ხდება არა დერეფანი, არამედ გზაჯვარედინი, რომელიც თავისთავად ნიშნავს ეროვნულ და საერთოკავკასიურ უსაფრთხოებასთან ერთად ეკონომიკურ კეთილდღეობას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაახლოებას!
მისივე თქმით, ეს აწუხებდათ და აწუხებთ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს, თავიანთ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ინტერესებთან შეუსაბამისობის გამო!
„ვისაც არ გჯეროდათ, ახლა მაინც დაიჯერეთ!
რა რუსული კანონი, რის რუსული კანონი!
დღეს გამჟღავნდა ის ყველაფერი თუ რისთვისაც იყვნენ გამოფენილი ქუჩაში ლომჯარია-გიგაურის ფინიები ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით!
და ბეხრეკი სალომეს დირიჟორობით!
სინამდვილეში ყველაფერი დაკავშირებული ყოფილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასათან, რომელსაც ჩინური კონსორციუმი ააშენებს!
რის შედეგადაც საქართველო საბოლოოდ აღიდგენს იმ ისტორიულ მისიას, რომლის გამოც XII-XIII სს. ის იყო იმდროინდელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფუნქციის მქონე!
რის შედეგადაც საქართველო ხდება არა დერეფანი, არამედ გზაჯვარედინი, რომელიც თავისთავად ნიშნავს ეროვნულ და საერთოკავკასიურ უსაფრთხოებასთან ერთად ეკონომიკურ კეთილდღეობას!
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაახლოებას!
აი ეს აწუხებდათ და აწუხებთ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს, თავიანთ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ინტერესებთან შეუსაბამისობის გამო!
თორემ რა "არა რუსულ კანონს", რი "არა რუსულ კანონს!"
რა ვიოლა კრამონი, რი კუბილიუსი!
ვისი გათხოვილი მიხაელ როთი?!“-წერს ედიშერ გვენეტაძე.