რაც იკადრეს დღეს და რაც არ უნდა იკადროს კოლექტიურმა

რაც იკადრეს დღეს და რაც არ უნდა იკადროს კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" და მისმა მედიამ ხვალ, შედეგი იქნება მხოლოდ ერთი - საკუთარ ფაშისტურ ბუნებას გვაჩვენებენ მხოლოდ და საკუთარ გარდაუვალ მარცხს ამარტივებენ

ორ თვისებას ებრძვიან განსაკუთრებული სიმძაფრით - პატიოსნებას და პატრიოტიზმს. ცხადია, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან არაფერი იცავს ქვეყანას ისე ძლიერ, როგორც ეს ორი რამ. მამუკა მდინარაძე არის პატიოსნების და პატრიოტიზმის მაგალითი,  -  ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ტელეკომპანია პირველი" მის მშობლიურ სოფელში, მოხუც მშობლებთან ჩავიდა.

იონათამიშვილის განცხადებით, რაც არ უნდა იკადროს კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" და მისმა მედიამ, შედეგი მხოლოდ ერთი იქნება, რაც აჩვენებს როგორც მათ ფაშისტურ ბუნებას ისე მათსავე გარდაუვალ მარცხს ამარტივებს.

"ორ თვისებას ებრძვიან განსაკუთრებული სიმძაფრით - პატიოსნებას და პატრიოტიზმს. ცხადია, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან არაფერი იცავს ქვეყანას ისე ძლიერ, როგორც ეს ორი რამ. მამუკა მდინარაძე არის პატიოსნების და პატრიოტიზმის მაგალითი, ესენი კი ფაშიზმის და აგენტურის. სწორედ ამიტომ, რაც იკადრეს დღეს და რაც არ უნდა იკადროს კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და მისმა მედიამ ხვალ, შედეგი იქნება მხოლოდ ერთი - საკუთარ ფაშისტურ ბუნებას გვაჩვენებენ მხოლოდ და საკუთარ გარდაუვალ მარცხს ამარტივებენ." -  წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოქავეყნა, რომელშიც წერს: "ჩემს მოხუც მშობლებს. (ღმერთს მადლობა, რომ ჩემი შშმ სტატუსის, თუმცა ჯან-ღონით სავსე ძმა სახლში არ იყო…) ეკითხებიან, სოფლის სახლი რითი ააშენეთ და “რუსულ” კანონს თუ ეთანხმებითო. დედაჩემი იმდენად ცუდად გახდა, ექიმები მიდიან მის დასახმარებლად. ჩვეულებრივი მკვლელები არიან. პირდაპირი განზრახვით ჩასული მკვლელები!"