პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე სანქციებით მუქარას სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატის თქმით, მშვიდობა და კეთილდღეობა გუნდის მთავარი მიზანია. ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ ვერცერთი გაერთიანება და ჯგუფი ქვეყანას სუვერენიტეტს, ტრადიციებსა და დამოუკიდებლობას ვერ შეუცვლის. დეპუტატი აღნიშნავს იმასაც, რომ მისთვის საამაყოა იმ გუნდის წევრობა, რომელიც ძირითადი ღირებულების “მამული, ენა, სარწმუნოების“გადახედვას არასდროს დაუშვებს.
„დასანქცირების საპასუხოდ!!!
გლობალური ომის პარტიის დავალებით ,,რიგითი" ზურაბიშვილის დაარსებული ლოკალური ომის ქარტიის, ,,კასრების" და ,, უჩა აბაშიძის" მორალის ჯგუფების გაერთიანება ვერ შეუცვლის საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტრადიციებს. მშვიდობა და კეთილდღეობაა ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი. მეიმედება და მეამაყება რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც არასოდეს დაუშვებს, რომ გადაიხედოს ,,მამული, ენა, სარწმუნოება."“- წერს მიქელაძე.