გია აბაშიძე:  მამუკა ხაზარაძეს რომ არ ჩაეგდო ანაკლიის პროექტი და რეალურ დასავლელ მეგობრებს გამოეჩინათ გულისხმიერება ინვესტიციების მოზიდვაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უკვე შეასრულებდა ისტორიულ ფუნქციას

გია აბაშიძე: მამუკა ხაზარაძეს რომ არ ჩაეგდო ანაკლიის პროექტი და რეალურ დასავლელ მეგობრებს გამოეჩინათ გულისხმიერება ინვესტიციების მოზიდვაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უკვე შეასრულებდა ისტორიულ ფუნქციას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმიანება, სადაც ცნობილი გახდა, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება“.

ანალიტიკოსის თქმით, შარშან, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ფორსირებულ დინამიკაშია.

„ხანდაზმულ თაღლითს, მამუკა ხაზარაძეს რომ არ ჩაეგდო ანაკლიის პროექტი და რეალურ დასავლელ მეგობრებს გამოეჩინათ გულისხმიერება ინვესტიციების მოზიდვაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უკვე შეასრულებდა ისტორიულ ფუნქციას. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შარშან, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ფორსირებულ დინამიკაშია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა, China Communications Construction Company Limited წარადგინა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა – შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა.

20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში