რომან გოცირიძე: რეფერენდუმს სჭირდება თანახელმოწერა, პრემიერის თანხმობა, რაც შეუძლებელია, რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს

რომან გოცირიძე: რეფერენდუმს სჭირდება თანახელმოწერა, პრემიერის თანხმობა, რაც შეუძლებელია, რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს

რეფერენდუმს სჭირდება თანახელმოწერა, პრემიერ-მინისტრის თანხმობა, რაც შეუძლებელია. რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ამასთან, გოცირიძის თქმით, რეფერენდუმში დასმული კითხვა კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამავდროულად, რომან გოცირიძე ამბობს, რომ სრულად უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქარტიას.

„სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დღეს პოლიტიკაში. ინიციატივა პოლიტიკურ ქარტიასთან დაკავშირებით არის სწორი და მთლიანად ვუჭერთ მხარს. რაც შეეხება რეფერენდუმს, ეს არის რთული, რადგან რეფერენდუმს სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება და ბუნებრივია, რომ რეფერენდუმში დასმული კითხვა კონსტიტუციაში უკვე არის ასახული. ჩვენ გვინდა ევროპა, ეს პლებისციტით დადასტურდა და ასევე კონსტიტუაციაში არის. მე არამგონია, რეფერენდუმი შედგეს, თუნდაც იმის გამო, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია. გარდა ამისა, რეფერენდუმს სჭირდება თანახელმოწერა, ანუ პრემიერ-მინისტრის თანხმობა, რაც შეუძლებელია. რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.