შალვა პაპუაშვილი: ყველა იმ ევროპელმა პოლიტიკოსმა მოიხადოს ბოდიში, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა

შალვა პაპუაშვილი: ყველა იმ ევროპელმა პოლიტიკოსმა მოიხადოს ბოდიში, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა

ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიაზრებდა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად, მოიხადოს ბოდიში, ამოშალონ რეზოლუციებიდან ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ევროპარლამენტში და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებს აკადრეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტად იგივე სახეები მოიაზრებდნენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად, ვინც დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის განცხადებებით.

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ის აქტორები, რომლებიც თავის დროზე მას ლამის პოლიტპატიმრად მოიხსენებდნენ და მის გამოშვებას წინაპირობად აყენებდნენ კანდიდატის სტატუსისთვის, იგივე სახეებს ვისაც დღეს ხედავთ განცხადებებში, ჰქონდათ 2-წლიანი შტურმი საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის ტვინების წინააღმდეგ, რომ დაერწმუნებინათ ქართველი ხალხი, რომ მიხეილ სააკაშვილს ვიღაც წამლავდა და კლავდა ციხეში, რომ ეს იყო წითელი ხაზი და ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. ეს ევროპა მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად აღიქვამდა და გვეუბნებოდა, რომ ის პოლიტპატიმარია. ამ ევროპამ ერთი ბოდიში მოუხადა ქართველ ხალხს რომ ორი წელი ატყუებდნენ ხალხს თითქოს მიხეილ სააკაშვილს ვიღაცა წამლავს? თავი გაიგიჟა ზოგიერთმა ელჩმა, რომ აქ პოლონელი ექიმები ჩამოსულიყვნენ, ახდენენ ხელისუფლებაზე ზეწოლას. ჩამოვიდნენ ექიმები და ლამის სპეცსამსახურების სპეცოპერაცია მოაწყვეს და წინდით გაჰქონდათ ნიმუშები. ამ ევროპამ, რომელიც ქართველ ხალხზე დეზინფორმაციული შტურმი ჰქონდა, გამოვიდეს და ხალხს ბოდიში მოუხადოს. ჩართული იყვნენ რუსული სტილით ქართველი ხალხის წინააღმდეგ პროპაგანდაში. ამიტომ ახლა პასუხისმგებლობა იმ ევროპელების მხარეს არის, რომლებმაც ორი წელი ატყუეს ხალხი. ყველა ელჩმა, ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიაზრებდა და და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად, მოიხადოს ბოდიში, ამოშალონ რეზოლუციებიდან ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ევროპარლამენტში და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებს აკადრეს“, - აცხადებს პაპუაშვილი.