შალვა პაპუაშვილი: არ დაუჯეროთ არც ერთ უცხოელს, რომელიც ქართველი ხალხის სახელით დაგელაპარაკებათ - არც ენა იცის, არც კულტურა, არც ისტორია, რა უფლებით და რა ლეგიტიმაციით საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით

შალვა პაპუაშვილი: არ დაუჯეროთ არც ერთ უცხოელს, რომელიც ქართველი ხალხის სახელით დაგელაპარაკებათ - არც ენა იცის, არც კულტურა, არც ისტორია, რა უფლებით და რა ლეგიტიმაციით საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით

არ დაუჯეროთ არც ერთ უცხოელს, რომელიც ქართველი ხალხის სახელით დაგელაპარაკებათ, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე არაკეთილსინდისიერი საქციელი, ილაპარაკო სხვა ქვეყნის ხალხის სახელით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების გამოხმაურებაზე საუბრისას.

„მე ვნახე ბევრი განცხადება, სადაც უცხოელი პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რა არის ქართველი ხალხის ნება. არ დაუჯეროთ არც ერთ უცხოელს, რომელიც ქართველი ხალხის სახელით დაგელაპარაკებათ, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე არაკეთილსინდისიერი საქციელი, ილაპარაკო სხვა ქვეყნის ხალხის სახელით, როცა ლეგიტიმაცია არ გაქვს იმ ხალხისგან და პრეტენზია გაქვს, რომ უცხო ქვეყნის ხალხის სახელით ლაპარაკობ. ამიტომ ნებისმიერ უცხოელს, რომელიც ცდილობს, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, არ დაუჯეროთ. პირიქით - კითხვა დასვით, რა არის განზრახვა ადამიანის, რომელიც თქვენი სახელით ლაპარაკობს, ვისთვისაც თქვენ არანაირი ლეგიტიმაცია არ მიგიციათ, არც ენა იცის, არც კულტურა, არც ისტორია, არც ქუჩაში გაუვლია ჩვენთან, ერთ ადამიანსაც არ იცნობს. რა უფლებით და რა ლეგიტიმაციით საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, როდესაც მეორე მხარეს დგას ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის მხრიდან, რომ ისაუბროს ზუსტადაც ქართველი ხალხის სახელით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.