შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: დიდი ალბათობით, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და შესაბამისად, კანონს ხელს მე მოვაწერ

შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: დიდი ალბათობით, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და შესაბამისად, კანონს ხელს მე მოვაწერ

შალვა პაპუაშვილის თქმით, გამჭვირვალობის კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გუშინვე გადაეგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონს ხელს თვითონ მოაწერს, რადგან დიდი ალბათობით პრეზიდენტი მას ხელს არ მოაწერს.

„კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ხელმოწერას ველით. დიდი ალბათობით, პრეზიდენტი მას ხელს არ მოაწერს და შესაბამისად, კანონს ხელს მე მოვაწერ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დაძლია.