ქართველი ხალხის დასჯა, იმიტომ რომ ის იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას კანონთან თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით - აქამდე ამას აკეთებდა რუსეთი. თუკი რომელიმე სხვა ქვეყანას უნდა შეუერთდეს მას და ქართველ ხალხს ელაპარაკოს რუსულ სტილში, ეს მათი არჩევანია, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხოელების მიერ ქართველი ხალხის დასჯა იმ კანონის მიღების გამო, რომელმაც ისინი უცხოური გავლენებისგან უნდა დაიცვას, მათ გადაწყვეტილების არაკეთილსინდისიერებაზე მიანიშნებს
„ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ბევრი საფრთხე არის ჩვენს გარშემო. ამ საფრთხეებში ვცხოვრობთ ბოლო 30 წელია, თუ არა საუკუნეები. ასე რომ საფრთხე ბევრია. ჩვენ ამოსავალი წერტილი ყოველთვის უნდა გვქონდეს ერთი - რა არის ქართველი ხალხის ინტერესში. რაც არის ქართველი ხალხის ინტერესში, იმას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და არა ის, რაც არის სხვა ხალხების, სხვა ხელისუფლებების ან სხვა ჯგუფების ინტერესში. ამ ინტერესის განხორციელებისთვის ხან რუსეთი გვასანქცირებს, ხან ვიღაც რაღაცას არ გვაძლევდა. ეს ასე ხდება. მთავარია, ჩვენ ჩვენი ხალხის ინტერესს გავყვეთ და საბოლოო ჯამში ეს ყოველთვის გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.