"მთელ იმ ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებაზე, თითქოს მხარში არ ვუდგავართ უკრაინას, ბოდიში არავინ მოიხადა”, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილი დაინტერესდა, თუ სად არიან ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინული დროშებით ბრიფინგებს ხშირად მართავდნენ - სვამს შეკითხვას ანაღვლებთ თუ არა დღე უკრაინის ბედი.
"მთელ იმ ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებაზე, შერცხვენა, თითქოს მხარში არ ვუდგავართ უკრაინას - როგორ არ გავხსენით მეორე ფრონტი და როგორ არ შევუერთდით სანქციებს, ბოდიში არავინ მოიხადა.
დღეს ზელენსკის კომენტარი იყო - ისიც ეჭვებშია, ჩემს ზურგს უკან რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინაზე მოლაპარაკება ხდებაო - უკრაინა ახლა აღარ აღელვებთ ამ ადამიანებს [ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს], უკრაინული დროშებით ბრიფინგს ბრიფინგზე რომ ატარებდნენ, ეს ქვეყანა რა დღეშია?" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.