„EED“, „NED“, ევროკავშირის, აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული ონლაინმედიის, „ჯემნიუსის“ წარმომადგენელი, პარლამენტის წევრების მკვლელობის მუქარის შემცველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სოციალურ ქსელში „ჯემნიუსის“ წარმომადგენელი ცნობილია, როგორც Leo Nafta-ს სახელით და მის გვერდზე ვხვდებით ისეთი შინაარსის წარწერებს, როგორიცაა: „84 მოღალატე - 84 ტყვია კეფაში! ცოცხლად გაგატყავებთ, ქოცებო! კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოწყდებიან, ჯავრი არ ჭამონ მტრისანი!“.
ნიშანდობლივია, რომ ონლაინმედიის გვერდზე მათი საქმიანობის შესახებ ვკითხულობთ, რომ „JAMnews“ არის მედია პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პროფესიონალ ჟურნალისტებს კავკასიიდან, ასევე ავტორებსა და ექსპერტებს, რომელთა მიზანია მკითხველისთვის და მაყურებლისთვის მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაციის მიწოდება.
აქვე აღნიშნულია, რომ JAMnews სრულად ღიაა დისკუსიებისთვის. თუმცა, იტოვებენ უფლებას, წაშალონ ისეთი სახის კომენტარები, რომლებიც შეურაცხყოფას, მუქარას შეიცავს, ან ეთიკურად მიუღებლად მიაჩნიათ.