გურამ მაჭარაშვილი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივაზე: ეს არის მორიგი  „ხრიკი“ იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც არ უნდა ზურაბიშვილმა გაუმხილოს, რომ ეს ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, წაგებულია

გურამ მაჭარაშვილი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივაზე: ეს არის მორიგი  „ხრიკი“ იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც არ უნდა ზურაბიშვილმა გაუმხილოს, რომ ეს ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, წაგებულია

პრეზიდენტის მხრიდან „ქალაქობანას“ თამაშის სურვილს შეადარა „ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი იმდენად შორსაა კონსტიტუციის ცოდნისგან, რომ რეფერენდუმს ატარებს იმ თემაზე, რომელიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. 

„რომ გადახედა, გადმოხედა და ნახა, რომ არ არის მეორედ მოსვლა და ხალხი ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას, გადაწყვიტა ქალაქობანას თამაში - დაწერეთ განცხადებები, ხელი მოაწერეთ, მერე ჩემთან მოიტანეთო. ის მერე დახაზავს, აწონის, დაწონის, დაითვლის. მერე მოატყუებს ხალხს და რეფერენდუმს ჩაატარებს თან იმ საკითხზე, რომელიც კონსტიტუციითაა გადაწყვეტილი. კონსტიტუციაში ვერც ამ დონეზე ერკვევა და მგონი ამიტომაც არღვევს მას, არც იცის იქ რა წერია.

ეს არის მორიგი ერთგვარი „ხრიკი“ იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც არ უნდა გაუმხილოს, რომ ეს ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ზურაბიშვილი ედგა, რეალურად წაგებულია,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა ჩაატაროს რეფერენდუმი და ქართველმა ხალხმა განსაზღვროს „უნდა ევროპა, თუ უნდა რუსეთის