პოლიტიკაზე არამართლზომიერი, არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური ზემოქმედების ბერკეტის დაკარგვის ეშინოდა ამ რადიკალურ ოპოზიციას და მათ მფარველებს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ქართული, სუვერენული კანონი და მთელი რიგი ის სპეკულაციები რაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყო, ნელ-ნელა ჩაცხრება და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“, - აღნიშნა დეპუტატმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაში შევა. პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის ვეტო უკვე დაძლია.