ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას, 2030 წელს ევროკავშირში აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაწევრიანებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მიყვება ეროვნულ დღის წესრიგს.
„თქვენ თუ იზიარებთ ამ განცხადებებს, ეს თქვენი საქმეა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, არ დავდევთ ჩვენი ოპონენტებისგან და მათი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკოსების განცხადებებს. ეს არ არის ჩვენი საქმე, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული დღის წესრიგი და მივყვებით ამ წესრიგს. ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება,"- განაცხადა პრემიერმა.