პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა. ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მაგრამ სრულიად მხარს ვუჭერ იმ ქარტიას, რომელიც მან გამოაცხადა. მხარს ვუჭერ როგორც რეფორმების, ისე პოლიტიკურ ნაწილს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ყველამ უნდა მოიპოვოს ნდობა, ვინც არჩევნებზე გადის. ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ძალაუფლებისთვის კი არა, ამ ქვეყნის გადასარჩენად ვიბრძვით“, - განაცხადა დეკანოიძემ.
პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა.