შარლ მიშელი: პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია

შარლ მიშელი: პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია

პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზისგან, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამ მიზეზით, მე დავამატებ საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრის დღის წესრიგში“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.