ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც საზოგადოებას რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს საზოგადოების უდიდეს ნაწილს რომ ევროინტეგრაცია სურს, ამას დიდი ხანია მრავალჯერ გაეცა პასუხი გინდ კონსტიტუციური ჩანაწერით და გინდ კონკრეტული სახელისუფლებო პოლიტიკით და აღარაა საჭირო რეფერენდუმი და პოლიტიკანური "სახლობანა".
"ნაცების" ერთ-ერთ ლიდერს, "პრეზიდენტ" ზურაბიშვილს ისეთივე ე.წ. კრეატიული იდეები აქვს, როგორც მის თანასექტანტებს. საქართველოს საზოგადოების უდიდეს ნაწილს რომ ევროინტეგრაცია სურს, ამას დიდი ხანია მრავალჯერ გაეცა პასუხი გინდ კონსტიტუციური ჩანაწერით და გინდ კონკრეტული სახელისუფლებო პოლიტიკით. აღარაა საჭირო რაღაც რეფერენდუმი და პოლიტიკანური "სახლობანა". სალომე ზურაბიშვილი ვერანაირად გახდება საერთო-სახალხო მოღვაწე.
როგორც ჩანს, ორბელიანების სასახლე იქცა შალვა ნათელაშვილის მოდერნიზირებულ ფანჩატურად. დიდი "მიღწევაა" "პარიზელი ხანუმასთვის", თუმცა ეს არასერიოზულობა სულ რამდენიმე თვეს გასტანს.”- წერს გია აბაშიძე.