დღეს საქართველო არის ერთი თავით მაღლა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მრავალი მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ინსტიტუტების სიძლიერე, რამაც უნდა უზრუნველყოფს სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში

დღეს საქართველო არის ერთი თავით მაღლა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მრავალი მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ინსტიტუტების სიძლიერე, რამაც უნდა უზრუნველყოფს სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში

ჩვენთვის მთავარია ამ ქვეყნის განვითარება და ამ ქვეყნის განვითარება არის მთავარი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ყველა კუთხით გვქონდეს პროგრესი, მათ შორის გვქონდეს პროგრესი ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანმიმდევრულად მიდის პროცესებს, მათ შორის ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია ცხრა პუნქტის შესრულებასთან.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი. დღეს საქართველოს არის ერთი თავით მაღლა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მრავალი მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ინსტიტუტების სიძლიერე, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა თუ ნებისმიერი სხვა პარამეტრი და გვაქვს ეკონომიკური წინსვლის ყველაზე სწრაფი ტემპი. ეს არის მთავარი, რამაც უნდა უზრუნველყოფს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ უახლოეს მომავალში ასევე წარვდგებით ძალიან დეტალური პროგრამით, ეს მოხდება მაქსიმუმ შემოდგომაზე, ვგულისხმობ წინასაარჩევნო პროგრამას, რაც შემდეგ გადაითარგმნება ჩვენს სამთავრობო პროგრამაში. ჩვენ გვექნება საზოგადოებისთვის და ასევე  ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან  კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას ყველა მიმართულებით. ჩვენთვის მთავარია ამ ქვეყნის განვითარება და ამ ქვეყნის განვითარება არის მთავარი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ყველა კუთხით გვქონდეს პროგრესი, მათ შორის გვქონდეს პროგრესი ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.