ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია!
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია, - წერს "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილმა ახალგაზრდებს მოუწოდა არ შეუერთდნენ და აჰყვნენ უსამშობლოთა პოლიტიკურ როკვას, რადგან ამ ღირსების აქტით დღეს მათი წილი საქართველოც გადარჩა.
"ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია!
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ვულოცავ ყველას, ვისთვისაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია, ვულოცავ მმართველ გუნდს "ქართულ ოცნებას" და "ხალხის ძალას" რომელიც თავდაპირველად იყო ინიციატორი ამ ღირსების აქტის და რომელმაც ასევე გადამწყვეტი სიტყვა თქვა მის მიღებაში.
ამ ადამიანებმა ეროვნული ამბიცია გაგვიღვიძეს, რომ "ᲩᲕᲔᲜᲘ ᲗᲐᲕᲘ ᲩᲕᲔᲜᲐᲓᲕᲔ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲕᲔᲧᲣᲓᲜᲝᲓᲔᲡ".
მადლობა მათ! და მხოლოდ ერთი თხოვნა
ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებთან- ნუ შეუერთდებით და ნუ აყვებით უსამშობლოთა პოლიტიკურ როკვას, იცოდეთ, რომ ამ ღირსების აქტით დღეს თქვენი წილი საქართველოც გადარჩა!"- წერს მეგრელიშვილი.