გიორგი მდივანი: დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი - ამ ამბავს მხოლოდ ერთი მორალი გააჩნია, “ფულს სუნი არ ასდის”

დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი, 2021 წელს, - ამის შესახებ ჟურნალისტი, გიორგი მდივანი, სოციალურ ქსელში წერს.

იგი აქვეყნებს დიაგრამას და აღნიშნავს, რომ აქტივების მიხედვით 7 უმსხვილესი ევროპული ბანკი რუსეთში 3 მლრდ ევროზე მეტ მოგებას იტყობინებოდა 2023 წელს, რაც 2021 წელზე 3-ჯერ მეტია.

“დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი, 2021 წელს.

აქტივების მიხედვით 7 უმსხვილესი ევროპული ბანკი რუსეთში — Raiffeisen Bank International, UniCredit, ING, Commerzbank, Deutsche Bank, Intesa Sanpaolo и OTP — 3 მლრდ ევროზე მეტ მოგებას იტყობინებოდა 2023 წელს.

ეს 3-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს.

ამ ამბავს მხოლოდ ერთი მორალი გააჩნია - “ფულს სუნი არ ასდის”.” - წერს გიორგი მდივანი.

https://www.facebook.com/share/p/jYJeGNn2GjHzGghP/?