ექსპერტი ამირან სალუქვაძე „დღის ქრონიკაში“ POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა ეს სტატია. გამოჩნდება 6 თვეში თუ ლობისტების მიერ არის შეკვეთილი. როგორც გავიგე, ამ [ჯო უილსონი] კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს [კონგრესში] მსგავსი ინიციატივა სხვადასხვა რედაქციით. წინა ორი არ გაიზიარა კონგრესმა. ეჭვი მეპარება, ამ მესამე ჯერზე გაეზიარებინათ, წინა ჯერზე რატომ არ გაიზიარეს?! გადავახვიოთ ერთი წლით, სანამ გამჭვირვალობის შესახებ კანონს დააინიციირებდნენ, მანამდე რა უშლიდა ხელს [აშშ-ის], დიდი ხანია საქართველო ითხოვს როგორც ვიზების ლიბერალიზაციას ამერიკასთან, ასევე თავისუფალ ვაჭრობას, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას და ა.შ. ფაქტობრივად ოპოზიციას გადმოუგდეს ეს სტატია იმისათვის, რომ ეს განხილვები დაწყებულიყო, რომ ერთ მხარეს კანონის მიღებაა და მეორე მხარეს სიკეთეები დევს სასწორზე. მსგავსი საკითხები ასე არ წყდება, ამაზე კაბინეტებში მსჯელობენ. კონგრესმენს მადლობა ამ ინიციატივისთვის, კარგი იქნება თუ ჩამოვა საქართველოში და აქ უკეთ გაეცნობა სიტუაციას, პოლიტიკურ ვითარებას, ხალხის განწყობებს“, - აღნიშნა სალუქვაძემ.
აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.