თეა წულუკიანი: პრეზიდენტი თუ წარმოადგენდა არგუმენტებს, პარლამენტი შეძლებდა ამ არგუმენტებზე მსჯელობას. დღეს პარლამენტი ვეღარ იმსჯელებს იმაზე, რაც წარმოდგენილი არ არის. პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა დიალოგისა და საუბრის ყველანაირი სივრცე

პრეზიდენტი თუ წარმოადგენდა არგუმენტებს, შეძლებდა პარლამენტი ამ არგუმენტებზე მსჯელობას. დღეს პარლამენტი ვეღარ იმსჯელებს იმაზე, რაც წარმოდგენილი არ არის. ამიტომაც, პრეზიდენტმა დახურა მავნებლურად დიალოგისა და საუბრის ყველანაირი სივრცე, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტისგან ასეთ ქმედებებს უკვე მიეჩვია.

„იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი იყოს სტაბილურობის, მშვიდობიანობის კონსტიტუციური გარანტი, ის უკვე მრავალი თვეა პირიქით იქცევა და რაც მეტი არეულობა იქნება ქვეყანაში, მას ეს თითქოს საკუთარ წარმატებად მიაჩნია. ეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენს პარტნიორებს ავუხსნათ რატომ არ არის და ვერ იქნება ეს წინაღობა მოლაპარაკებების გახსნის პროცესში, ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, რისთვისაც მზად ვართ“, - განაცხადა წულუკიანმა.