შალვა პაპუაშვილი: ოფშორში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიებსაც ახლაც შეუძლიათ დაბრუნდნენ საქართველოში, ერთი სხვაობა რასაც ეს ე.წ. ოფშორების კანონი ადგენს, არის ის, რომ თუ დაბრუნდებიან, გადასახადს არ გადავახდევინებთ

შალვა პაპუაშვილი: ოფშორში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიებსაც ახლაც შეუძლიათ დაბრუნდნენ საქართველოში, ერთი სხვაობა რასაც ეს ე.წ. ოფშორების კანონი ადგენს, არის ის, რომ თუ დაბრუნდებიან, გადასახადს არ გადავახდევინებთ

ეს მათ ახლაც შეუძლიათ, იგივე კომპანიები დაბრუნდნენ საქართველოში, ერთი სხვაობა რასაც ეს კანონი ადგენს, არის ის, რომ რომ თუ დაბრუნდებიან, გადასახადს არ გადავახდევინებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ე.წ. ოფშორების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„იცით, რომ ვეტოს განხილვა დაიწყება დღეს კომიტეტებში. მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი დაძლევს ამ ვეტოს, რა თქმა უნდა. აქაც კიდევ ერთხელ აჩვენებს აბსოლუტურ აბსურდს ამ პროექტის გარშემო დისკუსიისა. თავად ვეტოშიც ამ აბსურდზეა დამყარებული მთელი ეს არგუმენტაცია თითქოს რაღაცა შავი ფული უნდა შემოვიდეს, თითქოს სანქცირებული ფული უნდა შემოვიდეს და ა.შ. ეს არათუ ტყუილია, საერთოდ არც კი ამოიკითხება ამ კანონიდან. სინამდვილეში საუბარია ოფშორში რეგისტრირებულ იმ კომპანიებზე, რომლებიც ქართული კომპანიებია თავისი არსით და რომლებსაც საქართველოშიც აქვთ კომპანიები და ამ კანონით ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. ვინაიდან ჩვენ გვჭირდება მათ შორის ინვესტიცია, რაც შეიძლება მეტი ფულის შემოტანა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს, ეს [კანონი] არის ერთჯერადი წახალისება ამ კომპანიებისთვის, რომ დაბრუნდნენ საქართველოში.

ეს მათ ახლაც შეუძლიათ, იგივე კომპანიები დაბრუნდნენ საქართველოში, ერთი სხვაობა რასაც ეს კანონი ადგენს, რომ თუ დაბრუნდებიან, გადასახადს არ გადავახდევინებთ. ამ მოტივაციას ხშირად იყენებს სახელმწიფო, როდესაც მაგალითად ნაკვეთის გადაცემა ხდება შეღავათში, რომ ინვესტიცია იყოს. არაფერი იცვლება შესაძლებლობაში, რომ ვიღაცამ ოფშორიდან საქართველოში აქტივები გადმოიტანოს, ეს დღესაც შეუძლიათ, ერთადერთი სხვაობა არის, რომ იმისთვის, რომ წავახალისოთ და დაფიქრდნენ ამაზე და დაბრუნდნენ საქართველოში, სახელმწიფო ეუბნება, რომ არ გადაახდევინებს გადასახადს თუ რაღაც პერიოდში დაბრუნდებიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.