რატი იონათამიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ვინც პრემიერის შეთავაზებაზე უარს აცხადებს, ის საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენს.
„საზოგადოებასთან, თუ რაიმე კითხვა ვინმეს გააჩნია, მასაც უნდა ჰქონდეს ამის ინტერესი თუ რა თქმა უნდა მათთვის ეს კანონპროექტი მხოლოდ საბაბი არ არის და სხვა საკითხებისთვის არ იყენებს მთელ ამ დისკუსიას. ამიტომ, ვინც უარზეა ისინი საკუთარი თავების ლუსტრაციას ახდენენ, რომ ეს კანონი მათთვის არის მხოლოდ საბაბი, ხოლო მიზანი - არეულობა. ეს მიზანიც ჩაუვარდებათ, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში არეულობას ხორცს ვერავინ შეასხამს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეთავაზების მიუხედავად, მოძრაობა “ჯიუტის”წარმომადგენლები უარს აცხადებენ შეთავაზებულ დისკუსიაზე.