რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობაზე: კამერა, რომელიც უყურებს გურამ შარაძის ცხედარს, არ შემოწმებულა და ამას პოლიციელი აწერს ხელს

რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობაზე: კამერა, რომელიც უყურებს გურამ შარაძის ცხედარს, არ შემოწმებულა და ამას პოლიციელი აწერს ხელს

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგისა და პოლიტიკოსის გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, რუსუდან შარაძე მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, როდესაც გურამ შარაძის მკვლელობის ადგილის დათვალიერება მოხდა და ოქმი შედგა, ოქმში ეწერა, რომ კამერა, რომელიც უყურებს გურამ შარაძის ცხედარს, არ შემოწმებულა.

„მკვლელობა რომ მოხდა, მოხდა ადგილის დათვალიერება და ოქმი შედგა, იმ ოქმში წერია, ეს ჩემი ანალიზი არ არის, სიტყვა სიტყვით წერია, კამერა, რომელიც უყურებს გურამ შარაძის ცხედარს და ე.ი. უკვე ამას მე ვამბობ, მკვლელობას იმიტომ, რომ იქვე ჩაიკეცა კაცი, ნაბიჯი არ გადაუდგამს, კამერა არ შემოწმებულა, მისი ვარგისიანობა და ამას პოლიციელი აწერს ხელს“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

Gami შარაძის მკვლელობას და კიდევ ბევრ საქმეს რა პარლამენტის კომისა უნდა. ეს არის პროკურატური საქმე, ყველაფერი დევს პროკურატურაში და თითქმის ყველაზე აღძრულია საქმე, განუსაღვრელი ვადით... კეთილი ინებონ და ბოლომდე მიიყვანონ ედ საქმეები და გადასცენ სასამართლოს, რას ითრევენ ფეხს, რას აჯაჯლებენ. 2012 წლიდან რამდენი დრო გავიდა, არც ერთი საქმე არ გამოძიებულა თავიდან. ახლაც ასე იქნება -- მოყვებიან ეს ადამიანები თავის უბედურებებს, კომისია თავს გადააწნევს-გადმოაქნევს, დაწერს " მწვავე შეფასებით დასკვნას" და მორჩა; სამართლებლივი განაჩენი კი, ისევ დროსა და სივრცეში დაიკარგება.
3 საათის უკან