აქამდე ვამბობდით და ვიხვეწებოდით, ყველას ვთავაზობდით შინაარსობრივ დისკუსიას. ნაცვლად ამისა, მივიღეთ რუსული სტილის პროპაგანდა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, სადაც შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვა, იქ არც ცოდნა და არც კომპეტენცია ჰყოფნის.
„ნაცვლად ევროპული მიდგომისა, რომ ყოფილიყო გამჭვირვალობის კანონის შინაარსობრივი დისკუსია, იყო მსჯელობის დაბლოკვა და აკრძალვა. თუკი ახლა ვინმეს აქვს შინაარსობრივი დისკუსიის სურვილი, კი ბატონო. „ქართული ოცნების“ მთელი სიძლიერე არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს გავურბივართ შინაარსობრივ დისკუსიას. როდესაც ეს პროექტი დაინიცირდა, მაშინ ოპოზიცია და „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ შინაარსობრივ დისკუსიაში არ შემოსულიყვნენ. მათმა ძალიან კარგად იციან, რომ სადაც შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვლენ, იქ მათ არც ცოდნა, არც კომპეტენცია, არც ქვეყნის სიყვარული არ ჰყოფნით, რომ ამ თემაზე იმსჯელონ. ამიტომ უცხოეთიდან სიგნალს ელოდებიან უცხოეთიდან, როგორც კი მიიღებენ რაიმე განცხადებას, ეს არის მათი სიგნალი, რომ გამოვარდნენ დაიწყონ ყვირილი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.