პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მართვის სადავეებს ნელ-ნელა ხელში „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იღებენ.
„ახალგაზრდების ზურგზე შემომხტარებს უნდათ, შემოვიდნენ ხელისუფლებაში. პრაქტიკულად, ის ადამიანები წამოწიეს წინ, ვისაც მათ დანაშაულებთან პრინციპში კავშირი არ აქვს. ადამიანებს სისხლში აქვთ ხელები გასვრილი პირდაპირი გაგებით და ლიდერების როლის მითვისება მათთვის წამგებიანი იქნებოდა, მაგრამ როგორც ვითარებამ გვიჩვენა, ნელ-ნელა ისინი სადავეებს ხელში იღებენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.