"ქართული კოშმარის ამომრჩევლებო, მოუსმინეთ ახალგაზრდა თაობას" - ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის სიტყვებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა "ქართული ოცნების" ამომრჩევლები "ქართული კოშმარის ამომრჩევლებად" მოიხსენია, რასაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

როთმა მიმართა "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს, მოუსმინონ ახალგაზრდა თაობას, თავის შვილებს და ასევე, მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს კანონი და დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

"თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია და ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და თქვენ ჩვენგან მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერაზე მეტს შეგიძლიათ ელოდოთ.

დღეს ერთ-ერთი აქტივისტი და ერთ-ერთი ჟურნალისტი გვეკითხებოდა ჩვენ - რა უნდა ვუთხრათ "ქართული კოშმარის" ამომრჩევლებსო? ჩემი გზავნილი და პასუხი ძალიან მარტივია - გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, "ქართული კოშმარის" ამომრჩევლებო, მოუსმინეთ ახალგაზრდა თაობას, მოუსმინეთ თქვენ შვილებს, მოუსმინეთ თქვენს ძმებსა და დებს", - განაცხადა როთმა.

amo პლინტუსის დონე, ასეთი ევროპა არ გხიბლავს
5 თვის უკან