ირმა ზავრადაშვილი: ერთკვირიანი სრული მობილიზაციის შედეგი ის იყო, რომ 20 ათას მომიტინგემდეც ვერ მოაგროვეს და დღეს ზოგი 100, ზოგი 200 ათას ადამიანსაც ამბობს

ირმა ზავრადაშვილი: ერთკვირიანი სრული მობილიზაციის შედეგი ის იყო, რომ 20 ათას მომიტინგემდეც ვერ მოაგროვეს და დღეს ზოგი 100, ზოგი 200 ათას ადამიანსაც ამბობს

ერთკვირიანი სრული მობილიზაციის შედეგი ის იყო, რომ 20 ათას მომიტინგემდეც ვერ მოაგროვეს და დღეს ზოგი 100, ზოგი 200 ათას ადამიანსაც ამბობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი „ევროპის მარშის“ შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ დავწერე მათი მოლოდინის, 50 ათასის შესახებ, მაგრამ ერთკვირიანი სრული მობილიზაციის შედეგი ის იყო, რომ 20 ათას მომიტინგემდეც ვერ მოაგროვეს და დღეს ზოგი 100, ზოგი 200 ათას ადამიანსაც ამბობს. ამ წუთამდე მამუკა მდინარაძის დადებულ მტკიცებულებაზე კრინტი არავის დაუძრავს. ყველას გვაინტერესებს რამდენი ადამიანი ეტევა ცხრაათას კვადრატულ მეტრზე გუშინდელი წყობით, მოიფიქრეთ და თქვით რაღაცა, „დაგენგრათ ოჯახი”,- წერს ზავრადაშვილი.