შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ის ტრადიციული ღირებულებები, რომელიც საქართველოშია, ლგბტე პროპაგანდის შესაზღუდად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საკანონმდებლო ჩარჩო

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ის ტრადიციული ღირებულებები, რომელიც საქართველოშია, ლგბტე პროპაგანდის შესაზღუდად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საკანონმდებლო ჩარჩო

ოჯახურ ღირებულებათა და არა სრულწლოვანთა დაცვა, - საყოველთაო სახალხო განხილვები გრძელდება. მოქალაქეებს ინიციატივას დღეს ბორჯომში და გორში გააცნობენ.

„მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ის ტრადიციული ღირებულებები, რომელიც საქართველოშია. ლგბტე პროპაგანდის შესაზღუდად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საკანონმდებლო ჩარჩო. ის ძირითადი პრინციპები, რომელიც ამ კონსტიტუციურ კანონში არის გაწერილი სრულ თანხვედრაშია, როგორც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებთან, ასევე იმ კონსტიტუციურ პრინციპებთან, რომელსაც ჩენის ახელმწიფო ეფუძნება, სადაც ერთი მხრივ უფლებების დაცვა არის მნიშვნელოვანი და ამ მხრივ ჩვენ საუკეთესო სტანდარტები გვაქვს და მეორე მხრივ, პროპაგანდა, რეკლამირება ასეთი საკითხების მოქცეული უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.