"როდესაც ევროპის მოედანზე გამოჩნდა special guest star "მეფე ნარიმანი", როგორც საქართველოს ევროპული სვლის სულიერი ლიდერი, გამოაშკარავდა აქციონერთა ოდენობის უფრო დაკორექტირებული ვარიანტი", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილი ამით გამოეხმაურა ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას და აღნიშნა, რომ აქციაზე დაახლოებით 17-18 ათასი მოქალაქე იმყოფება.
"სწორედ გამიგეთ - არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა დღეს "პირიქითა" აქციაზე. მთავარია არავინ გაციებულიყო კოკისპირული წვიმის ქვეშ.
მიუხედავად ამისა, მცოდნეებმა მაინც მომაწოდეს რაოდენობა - 17-18 ათასი. როდესაც ევროპის მოედანზე გამოჩნდა special guest star "მეფე ნარიმანი", როგორც საქართველოს ევროპული სვლის სულიერი ლიდერი, გამოაშკარავდა აქციონერთა ოდენობის უფრო დაკორექტირებული ვარიანტი...", - წერს დავით ქართველიშვილი.