დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, ვინც შვილის ლიკვიდაციით დაემუქრა, რადიკალურმა ოპოზიციამ კი ეს ჩანაწერი დაამახინჯა და სულ სხვა კონტექსტით გამოიყენა

დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, ვინც შვილის ლიკვიდაციით დაემუქრა, რადიკალურმა ოპოზიციამ კი ეს ჩანაწერი დაამახინჯა და სულ სხვა კონტექსტით გამოიყენა

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა იმ ცრუ კამპანიას, რომელსაც რადიკალური ჯგუფი ახორციელებენ მისი და მისი ოჯახის მიმართ.

სამხარაძე განმარტავს, რომ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, ვინც შვილის ლიკვიდაციით დაემუქრა. ეს ჩანაწერი, კი რადიკალურმა ოპოზიციამ დაამახინჯა და სულ სხვა კონტექსტით გამოიყენა.

„რამდენიმე დღის წინ მუქარის შემცველი მესიჯი მივიღე, სადაც ჩემი შვილის ლიკვიდაციით მემუქრებოდნენ თუ არ გავჩერდებოდი. ამას რამდენიმე საათში მოყვა ისტერიული მესიჯები. ერთ-ერთი იყო გამორჩეული, სადაც უწმაწური სიტყვებით მლანძღავდა ვიღაც და ჩავთვალე საჭიროდ რომ მეპასუხა. გადავწყვიტე გადამერეკა და მეკითხა, რატომ მაყენებდა შეურაცხყოფას. აღმოჩნდა ვიღაც გოგო, უზრდელად მიპასუხა, აქ ემოციები ვეღარ შევიკავე და კონკრეტულად დავუსახელე, რომ ვინც მე მუქარის წერილი მომწერა და ვისაც ჩემი შვილის ლიკვიდაცია უნდა, მას ვაგინე. ამის შემდეგ 100%-ით დაამონტაჟეს ჩემი საუბარი და ისე წარმოუჩინეს საზოგადოებას როგორც აწყობდათ.

ვნახე პრემიერის კონფერენცია, სადაც სამი ნაცური ჟურნალისტი უზრდელობდა, აჩვენეს, რომ თითქოს მე დემონსტრანტებს ვაგინებ. დღეს, დავურეკე იმას, ვისთანაც მქონდა საუბარი და ვკითხე, რატომ დაამონტაჟა ჩემი საუბარი. მან მიპასუხა, რომ მას არ დაუმონტაჟებია, მან ფირი გადასცა რამდენიმე მედია საშუალებას და იმათმა დაამონტაჟეს. ასევე მითხრა, რომ იცის ვინ დაამონტაჟა, მაგრამ არ იტყვის“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრის დროს დიმიტრი სამხარაძემ.