თბილისში ოთხ ლოკაციაზე „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში ოთხ ლოკაციაზე „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების მსვლელობა მიმდინარეობს

„უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ევროპის მოედანზე იკრიბებიან. აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.

აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციას ოთხი ლოკაციიდან - „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და სამასი არაგველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მარშით უერთდებიან.