ირაკლი გოგავა: სახელმწიფო გადატრიალების მთავარი კანონია: გადატრიალებას ახდენს აქტიური უმცირესობა, როცა უმრავლესობა დუმს! სწორედ ამ დუმილის მიღწევას ცდილობენ სხვადასხვა მეთოდებით. ამის საშუალება კი არ უნდა მივცეთ

ირაკლი გოგავა: სახელმწიფო გადატრიალების მთავარი კანონია: გადატრიალებას ახდენს აქტიური უმცირესობა, როცა უმრავლესობა დუმს! სწორედ ამ დუმილის მიღწევას ცდილობენ სხვადასხვა მეთოდებით. ამის საშუალება კი არ უნდა მივცეთ

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა, სოციალურ ქსელში წერს.

“კვლევების ჯვარედინი ანალიზით, საზოგადოების 70% მხარს არ უჭერს ნაცების და უცხოური მეხუთე კოლონის პოზიციას. 10%-ს პოზიცია არ აქვს. ნაცების კონგლომერატს მხოლოდ 20% უთანაგრძნობს, თუმცა აქტიური პროტესტისთვის ამ 20%-ის მხოლოდ 12%-ია მზად.

საქართველოში 161,000 სტუდენტია, მათ აქციებს კი მხოლოდ 7-8 ათასი სტუდენტი ანუ სტუდენტთა საერთო რაოდენობის 5% ესწრება, დანარჩენი ნაცების პარტიული აქტივი, "ენჯეოების" თანამშრომლები და დანიშნული ცრუ ელიტაა, რომლის რეკლამირებაც ლიბერალური ტელევიზიებით წლებია მიმდინარეობს. ჯამში პიკზე 22-25 ათას აგროვებენ ქუჩაში. შედარებისთვის: 29 აპრილის აქციას 200,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო (ორივე ციფრი დათვლილია პროფესორ ჯეიკობსის მეთოდით).

პროტესტზე გამოსულთა მოტივაცია სხვადასხვაა: ნაცებს ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეპიკურად გაძარცვონ; ენჯეოებს საკუთარი კეთილდღეობა და მაღალი ხელფასები ადარდებთ (ცნობისთვის: ყირგიზეთმა მარტში მსგავსი კანონი მიიღო და ერთ კვირაში სოროსის ფონდმა ოფისი დახურა.); ცრუ ელიტა უცხოურ ჰონორარებზე და გრანტებზეა სრულად დამოკიდებული და გაწვრთნილი პუდელებივით იქცევიან; 7-8 ათასი სტუდენტი  კი გრანტებით სხვადასხვა ქსელურ ორგანიზაციებში და რამდენიმე უნივერსიტეტში გაწვრთნეს, მოამზადეს, ტვინი გამოურეცხეს და "მასოვკისთვის" იყენებენ; იქვე არიან ხელისუფლებაზე პირადად განაწყენებული ხალხიც.  

სახელმწიფო გადატრიალების დონორების და შემკვეთების მოტივაცია კი სულ სხვაა: საქართველო დააბრუნონ კოლონიალურ სრულ გარე მართვაზე და ჩაგვაბან რუსეთის წინააღმდეგ ომში. მათთვის ყველაფერი დანარჩენი დეკორაციაა ამ მთავარი მიზნის მისაღწევად.

ვხედავთ, მიმდინარეობს ადამიანებზე ზეწოლა, დაშინება, დარცხვენა, შეურაცხყოფა, გინება, ლანძღვა - ეს ყველაფერი არის სახელმწიფო გადატრიალების ტექნოლოგიის აუცილებელი ნაწილი. გადატრიალების ტექნოლოგიების ავტორმა, ამერიკელმა პროფესორმა ჯინ შარპმა ამას "დუმილის სპირალი" უწოდა, რომელიც აუცილებელია წარმატებისთვის. 

"დუმილის სპირალი"-ს მიზანია უმრავლესობა დაადუმონ და საინფორმაციო სივრცეში შექმნან დომინაციის ილუზია.

სახელმწიფო გადატრიალების მთავარი კანონია: გადატრიალებას ახდენს აქტიური უმცირესობა, როცა უმრავლესობა დუმს!

სწორედ ამ დუმილის მიღწევას ცდილობენ სხვადასხვა მეთოდებით. ამის საშუალება კი არ უნდა მივცეთ.

რა უნდა გავაკეთოთ ხალხმა ასეთ შემთხვევაში?

📍 გავზარდოთ აქტიურობა სოციალურ ქსელში:

პოსტები, კომენტარები, რეაქციები, გაზიარებები, კრიტიკული კომენტარები...

📍 სტატიების და "იუტუბის" ვიდეოების ქვეშ აზრიანი კომენტარები და არა იარლიყები და ლოზუნგები

📍 თქვენს გვერდზე უხამსი კომენტარის ავტორის დაბლოკვა და კომენტარის წაშლა. (არგუმენტირებულ კომენტარებს მათი უმრავლესობა ვერ წერს ინტელექტის სიმცირის გამო)

📍 იარლიყების და ლოზუნგების ავტორების დაბლოკვა და კომენტარის წაშლა.

📍 თუ ვინმე ცდილობს არგუმენტებით იკამათოს თქვენთან, მასთან კამათში შესვლა კარგია, რადგან ამ დისკუსიის წამკითხველი სიმართლის მხარეს დადგება.

📍კრეატიული ფოტოს, ნახატის, კარიკატურის, ლექსის, სიბრძნის, მოკლე ვიდეოს სოციალურ ქსელში განთავსება სასარგებლოა.

რეკომენდაცია: მეტი აქტიურობა სოციალურ ქსელებში, საინფორმაციო გამოცემების და ვიდეო პორტალების კომენტარებში.

სტატისტიკით, მხოლოდ ყოველი მეხუთე გადატრიალების გეგმა არის წარმატებული.

და ბოლოს: დღეს ხელისუფლება მყარად დგას, ფორმაშია, სახელმწიფო სისტემები აქტიურად მუშაობენ პრევენციაზე. უცხოელების გეგმა ჩავარდება, რადგან ყველაფერი ტყუილზე და მანიპულაციაზე აქვთ დაფუძნებული. ხელისუფლება მონოლითურობას ინარჩუნებს, რაც მთავრია. თუმცა, ხელისუფლებამაც რომ წაიბორძიკოს (რისი ნიშნებიც კი არ არის), ჩვენ, ხალხი მზად ვართ ქართული სახელმწიფოს დასაცავად და სახლში ნამდვილად არ გავჩერდებით.

მეგობრებო, დამეხმარეთ გავრცელებაში”.