„გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოძალადე პირი რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგია

„გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოძალადე პირი რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგია

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგია.

წყაროს ინფორმაციით, ანდრეი რაუტბერგს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა რამდენჯერმე უფიქსირდება, კერძოდ, 2023 წლის 11 ოქტომბერს შემოვიდა და 2023 წლის 14 ოქტომბერს გავიდა; 2023 წლის 28 ოქტომბერს შემოვიდა და ამავე დღეს გავიდა; 2023 წლის 30 ოქტომბერს შემოვიდა და მას შემდეგ იმყოფება საქართველოში. აღსანიშნავია, რომ საზღვრის ყველა კვეთა უფიქსირდება სასაზღვრო გამშვებ პუნტქ „სადახლოს“ გავლით.

როგორც წყარო ყვება, ანდრეი რაუტბერგის განცხადებით, ის არის ტურისტი, ამავდროულად პერიოდულად მუშაობდა მაღაზია „ფიშპოინტის“ კურიერად ვაკის ტერიტორიაზე. მისივე განცხადებით, აქვს დეპრესია და აქციაზეც იმ მიზნით გავიდა, რომ ვინმეს მისთვის დაზიანება მიეყენებინა.

ასევე, წყაროს მონაცემებით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს ოპერატიული მუშაობა ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი საქმიანობის კონტროლის მიზნით, რა დროსაც გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ანდრეი ალექსანდრეს ძე რაუტბერგი, რომელიც ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვას და გასაღებას.

წყაროს თქმით, რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგი ნარკოტიკებთან რაიმე სახის შემხებლობას კატეგორიულად უარყოფს.