ვლადიმერ ბოჟაძე: როგორ შეიძლება საყვედურები მოვისმინოთ საფრანგეთისგან, რომელმაც თვითონ უკვე მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი?!

ვლადიმერ ბოჟაძე: როგორ შეიძლება საყვედურები მოვისმინოთ საფრანგეთისგან, რომელმაც თვითონ უკვე მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი?!

როგორ შეიძლება საყვედურები მოვისმინოთ საფრანგეთისგან, რომელმაც თვითონ უკვე მიიღო ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი?! - ამის შესახებ ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

თბილისის საკრებულოს წევრი გამჭვირვალობის შესახებ კანონის ირგვლივ საერთაშორისო კრიტიკას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ასე უყურებენ ამ კანონს. როგორ შეიძლება საყვედურები მოვისმინოთ საფრანგეთისგან, რომელმაც თვითონ უკვე მიიღო ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი?! იგივე კანონი დაინიცირდა, უფრო მძიმე დასახელებით და მუხლებით, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით კანადაში. FARA-ს კანონი, რომელიც თითქოს მხოლოდ სახელმწიფოებთან მიმართებაში მუშაობს და მაშინ უნდა ვკითხო ჩვენს პარტნიორებს, არის თუ არა სააკაშვილის პენსიონერი დედა რომელიმე სახელმწიფო, ან კეზერაშვილი, რომელმაც ქართულ ჯარს ფული მოჰპარა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.