ვლადიმერ ბოჟაძე: იმიტომ დავასრულეთ „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს, რომ აღარასდროს განმეორდეს 26 მაისი, 7 ნოემბერი და ტყუილად აქვს ვინმეს მოლოდინი, სისხლი დაღვარონ და წინ აიფარონ ახალგაზრდები

ვლადიმერ ბოჟაძე: იმიტომ დავასრულეთ „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს, რომ აღარასდროს განმეორდეს 26 მაისი, 7 ნოემბერი და ტყუილად აქვს ვინმეს მოლოდინი, სისხლი დაღვარონ და წინ აიფარონ ახალგაზრდები

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. იმიტომ დავასრულეთ „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს, რომ აღარასდროს განმეორდეს 26 მაისი, 7 ნოემბერი, - ამის შესახებ ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელზე თავდასხმასაც გამოეხმაურა.

„გამოძიება დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დაიდება გარკვეული შედეგები და ვნახავთ ვინ არიან რეალურად დამკვეთები და შემსრულებლები. თუ ვინმეს აწყობს დღეს ასეთი სცენარის განვითარება, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია. 26 ოქტომბერს უკვე დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ყველა ემზადება სისხლიანი რევოლუციისთვის და არა არჩევნებისთვის. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. იმიტომ დავასრულეთ „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს, რომ აღარასდროს განმეორდეს 26 მაისი, 7 ნოემბერი და ტყუილად აქვს ვინმეს მოლოდინი, სისხლი დაღვარონ და წინ აიფარონ ახალგაზრდები“, - აღნიშნა ბოჟაძემ.