ნიკა გვარამია for.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე: უკანონო ჩანაწერების საკითხი არავის აინტერესებს

ნიკა გვარამია for.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე: უკანონო ჩანაწერების საკითხი არავის აინტერესებს

სირცხვილია ამაზე საერთოდ საუბარი, უკანონო ჩანაწერების განხილვა და ფაბრიკაციებში შესვლა,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, უკანონო ჩანაწერების საკითხი არავის აინტერესებს.

„სამარცხვინო ამბავია რასაც ხელისუფლება აკეთებს. ჯერ ერთი, ეს არის ფაბრიკაცია, აბსოლუტურად ყველა. მერე არის, უკანონოდ სადღაც რაღაც დამონტაჟებული, კომპიუტერში უკანონოდ შესული და მოსმენილი. სირცხვილია ამაზე საერთოდ საუბარი, უკანონო ჩანაწერების განხილვა და ფაბრიკაციებში შესვლა. არავის ეს არ აინტერესებს, ჩავლილი აქვს ამ მატარებელს. „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მიდის მოუსავლეთში. დროზე ჩამოხტნენ იმიტომ, რომ ეს ცუდი მატარებელია ძალიან“, - აღნიშნა გვარამიამ.

შეგახსენებთ, საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა, for.gმ ექსკლუზიური ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ნიკა მელია, ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი ქრისტიანობას, ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს დასცინიან.