დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პუტინმა და ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროების და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პუტინმა და ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროების და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს.

ამის შესახებ მედიას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

ამასთან, კრემლის წარმომადგენლის თქმით, სომხური მხარის თხოვნით, რუსი მესაზღვრეები დარჩებიან ირანსა და თურქეთთან საზღვარზე.

„დიახ, ეს ნამდვილად ასეა. სომხური მხარის თხოვნით, 2020 წლის შემოდგომას ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები რიგ სომხურ ოლქში განთავსდნენ. ფაშინიანმა თქვა, რომ შეცვლილი პირობებიდან გამომდინარე დღეს ასეთი საჭიროება აღარ არის, ამიტომ პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა და ჩვენი სამხედროების და მესაზღვრეების გაყვანა შეთანხმდა“, – განაცხადა პესკოვმა.

ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრა კრემლში გუშინ, საღამოს გაიმართა.