კახა კალაძე: წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა, ძალადობა, ეს დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია

კახა კალაძე: წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა, ძალადობა, ეს დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია

წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა, ძალადობა, ეს დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, როგორც 9 მაისს მოხდა გამარჯვება ფაშიზმზე, ისე იქნება ყოველთვის, გამარჯვება რადიკალიზმზე და იმ სიბინძურეზე, რომელსაც ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში ვხედავთ.

„ჩვენ ვნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ. ხვიჩა არის ჩვენი საამაყო ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ამომავალი ვარსკვლავი. ზოგადად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ეს დამოკიდებულება და განცხადებები, როგორი მიდგომა აქვთ, რომ თუ შენ არ ემხრობი მათ მოსაზრებას ხარ ქვეყნის მოღალატე, მტერი, ეს წარმოუდგენელია. ამ დამოკიდებულებას და მიდგომებს არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და დამოკრატიასთან, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. როგორც 9 მაისს მოხდა გამარჯვება ფაშიზმზე, ისე იქნება ყოველთვის, გამარჯვება რადიკალიზმზე და იმ სიბინძურეზე, რომელსაც ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში ვხედავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.