პრეზიდენტს ყოფილი მრჩეველი მიმართავს: რაც არ უნდა იყოს გარკვეული ძალის ინტერესები, შეეცადე ეს ბოლო თვეები მაინც არ გამოიყენო იმისთვის, რომ დარჩე საქართველოს ისტორიაში მაოხრებელი გზირის სახელით

პრეზიდენტს ყოფილი მრჩეველი მიმართავს: რაც არ უნდა იყოს გარკვეული ძალის ინტერესები, შეეცადე ეს ბოლო თვეები მაინც არ გამოიყენო იმისთვის, რომ დარჩე საქართველოს ისტორიაში მაოხრებელი გზირის სახელით

შეეცადე ეს ბოლო თვეები მაინც არ გამოიყენო იმისთვის, რომ დარჩე საქართველოს ისტორიაში მაოხრებელი გზირის სახელით, - ასე მიმართავს კანადიდან სალომე ზურაბიშვილს მისი ყოფილი მრჩეველი.

მაია ცაბოშვილის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი აპირებს, გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვეტო დაადოს.

„მე როგორც ვიცი, მან [ზურაბიშვილმა] გადააწყვიტა, რომ ვეტო დაადოს ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონს. მოგმართავ როგორც შენი მეგობარი, სულ რაღაც რამდენიმე თვე დაგრჩა პრეზიდენტად ყოფნის. გთხოვ, რაც არ უნდა იყოს შენი მოტივაცია, გარკვეული ძალის ინტერესები, შეეცადე ეს ბოლო თვეები მაინც არ გამოიყენო იმისთვის, რომ დარჩე საქართველოს ისტორიაში მაოხრებელი გზირის სახელით“, - ამბობს ცაბოშვილი.