იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონში რუსული არაფერია.
როგორც „ქრონიკასთან“ დეპუტატმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებენ, როგორც ჩანს, შავ ფულს ეფარებიან.
„მათი [კანონის მოწინააღმდეგეების] „არგუმენტი“ იყო, რომ ეს არის რუსული კანონი. ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვას „რუსულს“ იტყოდა. ერთადერთი, რაც ამ [არასამთავრობო] ორგანიზაციებს ევალებათ, ეს არის ყოველწლიურად, წინა წლის საფინანსო დეკლარაციის შედგენა, რა თანხები მიიღეს, როგორი იყო მიზნობრიობა, რაში დაიხარჯა კონკრეტულად. ჩვენს ქვეყანაში შემოსულა თანხები, რომელიც არამიზნობრივად დახარჯულა. როგორც ჩანს, ეს ხალხი [კანონის მოწინააღმდეგეები] გადაფარებულია შავ ფულს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით 13 მაისის კვირაში განიხილავს.