“ბავშვების მოვლა ცოტა რთულია და დამღლელი, თუმცა არც კი შეედრება იმ სიამოვნებას და ბედნიერებას, რასაც მათი ყურებისას განიცდი” – გალ გადო

“ბავშვების მოვლა ცოტა რთულია და დამღლელი, თუმცა არც კი შეედრება იმ სიამოვნებას და ბედნიერებას, რასაც მათი ყურებისას განიცდი” – გალ გადო

ებრაელი მსახიობი გალ გადო და მისი მეუღლე იარონ ვარსანო 2008 წელს დაქორწინდნენ და მათ სამი ქალიშვილი მაია, ელმა და დანიელა ჰყავთ. რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდის ლამაზმანი ჯეიმს კორდენის შოუს The Late Late Show-ს ესტუმრა, სადაც 39 წლის ვარსკვლავმა ცხოვრების განსხვავებულ ეტაპზე და მასთან ერთად არსებულ გამოწვევებზე გულახდილად ისაუბრა.

“როდესაც პირველ შვილს ველოდებოდი ძალიან ვნერვიულობდი, არვიცოდი ჩემი ცხოვრება როგორ შეიცვლებოდა და პარალელურად როგორ უნდა მოვქცეულიყავი. როდესაც მეორე შვილს ველოდებოდი, პირველ შვილზე ვღელავდი, როგორ მიიღებდა ის დედმამიშვილის ყოლას და რამდენად ბედნიერი იქნებოდა ის. მესამე შვილზე ორსულობისას უკვე აღარ ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ სამივენი ძალიან კარგ დროს გაატარებდნენ ერთად და ისევ ბედნიერი ოჯახი ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, პატარა ბავშვის მოვლა რთულია, დამღლელი, თუმცა არც კი შეედრება იმ სიამოვნებას და ბედნიერებას, რასაც მისი ყურებისგან განიცდი.”