თამთა მეგრელიშვილი: მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს დაგეგმილ თანმიმდევრობას და კოორდინირებულობას, ბოლო წლების მცდელობებში, საქართველოში არეულობა გამოიწვიონ და მოახდინონ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში

თამთა მეგრელიშვილი: მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს დაგეგმილ თანმიმდევრობას და კოორდინირებულობას, ბოლო წლების მცდელობებში, საქართველოში არეულობა გამოიწვიონ და მოახდინონ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში

„მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს დაგეგმილ თანმიმდევრობას და კოორდინირებულობას, ბოლო წლების მცდელობებში, საქართველოში არეულობა გამოიწვიონ და მოახდინონ „ნაციონალური მოძრაობის“ (სხვადასხვანაირად გადალაგებულის და სახეცვლილის) რევანში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეგრელიშვილის თქმით, თუ გავიხსენებთ რომ ამ ძალებს დრამატიზმი უყვართ სცენარებში, ალბათ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასაც მიესალმებოდნენ და კოზირის სახით გაათამაშებდნენ, როგორც ეს ერთი წლის წინ, ისტერიული რეზოლუციებით სცადეს, როცა მიშა „დღე დღეზე კვდებოდა".

„მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს დაგეგმილ თანმიმდევრობას და კოორდინირებულობას, ბოლო წლების მცდელობებში, საქართველოში არეულობა გამოიწვიონ და მოახდინონ „ნაციონალური მოძრაობის“ (სხვადასხვანაირად გადალაგებულის და სახეცვლილის) რევანში“, 2020-ში იყო „ისფედის“ მიერ პივიტის გაყალბება, რათა ხელისუფლებას დაბრალებოდა არჩევნების შედეგებით მანიპულირება და ეს გადაზრდილიყო არეულობაში.

ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ, შემდეგი სერიოზული მცდელობა იყო სააკაშვილის შემოგდება საქართველოში, იმ იმედით რომ საბოტაჟში და დესტრუქციაში გამოცდილი აგენტი მოახერხებდა სიტუაციის არევას. მესამე გათვლა იყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ჟონგლიორობა და ისეთი მომენტის და გადაწყვეტილების შერჩევა, რომელიც მაქსიმალურად გამოიწვევდა საზოგადოების გახლეჩა-დაპირისპირებას, თუმცა როცა აშკარა გახდა, რომ სასურველი მასშტაბის არეულობები ისევ გამორიცხული იყო, მიზანშეწონილად ჩაითვალა სტატუსის მოცემა და უკეთესი მომენტის ლოდინი.

ამჯერად, საქართველო არის არეულობის მეოთხე მცდელობის წინაშე - პროპაგანდაში ჩაერთო მძიმე არტილერია, ტერმინი „რუსული" (რუსულად ინათლება ყველაფერი მათთვის მიუღებელი, როგორც თავის დროზე ბოლშევიკები ნათლავდნენ „ხალხის მტრებად" ოპონენტებს - ასე რომ, იპოვეთ სამი განსხვავება ე.წ. ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის) და მუქარები ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვაზე, რაც რეჟისორების გათვლით, ადამიანების ყოველდღიურობას უნდა შეეხოს და მათი ნერვიულობა გამოიწვიოს, რომლით მანიპულირებასაც ახლა ცდილობენ.

თუ გავიხსენებთ, რომ ამ ძალებს დრამატიზმი უყვართ სცენარებში, ალბათ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასაც მიესალმებოდნენ და გაათამაშებდნენ კოზირის სახით, როგორც ეს ერთი წლის წინ ისტერიული რეზოლუციებით სცადეს, როცა მიშა „დღე დღეზე კვდებოდა". კიდევ რჩებათ 26 ოქტომბრის არჩევნები, მანამდე პერიოდული არეულობების მუხტის შენარჩუნებით და ფინალში ფანტასმაგორიებით, რომ „ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა", რასაც დაადასტურებენ ჭიჭე-ბლოკჩეინ ვაშაძე, ნინო-პივიტა დოლიძე და უცვლელი ბრეჟნევ-გიგაური თავის კუბილიუსებთან ერთად, რომლებიც ამ დროს ევროპარლამენტარები აღარ იქნებიან და შესაბამისად, განცხადებებზე 90% „სეილი" ექნებათ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.