ანრი ოხანაშვილმა ნიკა მაჭუტაძეს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

ანრი ოხანაშვილმა ნიკა მაჭუტაძეს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მაჭუტაძესაც დაატოვებინა.

„არაერთი მოწოდების მიუხედავად აგრძელებთ ერთი და იგივეს. დატოვეთ დარბაზი. თქვენ არ ხართ აქ შეკითხვებისთვის შემოსული. მოგიწოდეთ არაერთგზის, გთხოვეთ, დააცადეთ შეკითხვას სვამს. სხდომის მიმდინარეობას ვერ ჩაგაშლევინებთ“, - მიმართა მან ნიკა მაჭუტაძეს.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.