თეოლოგი საპატრიარქოს განცხადებაზე: აქ ეკლესიამ საკუთარი აზრი კიდევ ერთხელ გამოთქვა

თეოლოგი საპატრიარქოს განცხადებაზე: აქ ეკლესიამ საკუთარი აზრი კიდევ ერთხელ გამოთქვა

ლევან აბაშიძე საპატრიარქოს განცხადებას აფასებს. თეოლოგი ამბობს, რომ ამ წერილით საპატრიარქომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის პოზიცია, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მიმართ ქართულ ეკლესიას აქვს.

ლევან აბაშიძე საუბრობს თანამედროვე იდეოლოგიაზე და საეკლესიო ხედვებზე. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საკითხის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ახალგაზრდებს ინფორმაცია სწორად მიეწოდოს.

„არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა ერთი მხრივ საეკლესიო ხედვისა და მეორე მხრივ თანამედროვე გარკვეულ იდეოლოგიას შორის. ეს წინააღმდეგობა არსებობს და იარსებებს, უბრალოდ ჩვენ ამით უნდა ვიცხოვროთ. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ ეს ადამიანები გავრიყოთ ან მათი უფლებები შევზღუდოთ, ლაპარაკია იმაზე, რა უნდა ვუთხრათ ჩვენ არასრულწლოვანებს - ვუთხრათ, რომ ეს არის სავსებით ნორმა, თუ არ არის ნორმა და რატომ არ არის. ჩემი აზრით, ამ წერილში ეკლესიამ კიდევ ერთხელ საკუთარი აზრი გამოთქვა“, - აღნიშნა თეოლოგმა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია გამჭვირვალობის კანონპროექტს, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.