საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ტყის ხანძრების ქრობის სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ტყის ხანძრების ქრობის სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს, დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატის თანამშრომლობის ფარგლებში, ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა.

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი - პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერი - პოლკოვნიკი სუზან კრისტენსენი დაესწრნენ, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და პირადი შემადგენლობის უზრუნველყოფას ყველა შესაბამისი  აღჭურვილობით და სპეც-ტექნიკით.