გია ცაგარეიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპარლამენტში თავისი ლობისტებითა და მხარდამჭერებით ყველაფერი გააკეთა, რომ ევროპარლამენტს ამგვარი შინაარსის რეზოლუცია მიეღო

გია ცაგარეიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპარლამენტში თავისი ლობისტებითა და მხარდამჭერებით ყველაფერი გააკეთა, რომ ევროპარლამენტს ამგვარი შინაარსის რეზოლუცია მიეღო

ლობისტები მუშაობენ, კეზერაშვილი მუშაობს. აქედან წაღებულ და ევროპაში ნაძარცვ ფულს უხვად ხარჯავენ. შემოიმტკიცეს თავისი გულშემატკივრები, მათ შორის ევროპარლამენტშიც და გამოაცხვეს ასეთი გაუგონარი რეზოლუცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამ რეზოლუციამ ძალიან ბევრ ჩვენს აქაურ მოწინააღმდეგესა და პოლიტიკურ ოპონენტს იმგვარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მისცა, რამაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ერთგვარ სადამსჯელო ინსტრუმენტად აქცია. ეს იყო ევროპარლამენტის ამ მოწვევის ბოლო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპარლამენტში თავისი ლობისტებითა და მხარდამჭერებით ყველაფერი გააკეთა, რომ ევროპარლამენტს ამგვარი შინაარსის რეზოლუცია მიეღო. სხდომათა დარბაზში, საპატიო სტუმრების ლოჟაში ვიხილეთ გვარამია და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს თავზარდამცემი სურათი იყო. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ადამიანები ასე თავისუფლად შებრძანდებოდნენ ევროპარლამენტში სხდომათა დარბაზში და ამ რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებდნენ“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.